FANDOM


ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა არის ჯ. კ. როულინგის წიგნების სერიის პირველი ტომი. ეს წიგნი ჯოანამ 1997 წელს გამოაქვეყნა პირველად. წიგნი მოგვითხრობს 11 წლის ჯადოქრის ისტორიას რომელმაც არ იცის რომ ჯადოქარია და მაგლ დეიდა-ბიძასთან  ერთად ცხოვრობს. პირველ ტომში აღწერილია ჰარის პირველი წელი ჰოგვორტსში მაგიისა და ჯადოქარობის სკოლაში.

სიუჟეტიEdit

თავი I - ბიჭი რომელიც გადარჩაEdit

ვერნონ და პეტუნია დერსლები რომლებსაც ჰყავთ 1 წლის შვილი დადლი პრივიტ დრაივის 4 ნომერში ცხოვრობენ და თავს შორს იჭერენ პეტუნიას დის ლილის ოჯახისგან. ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. დღე უცნაური კატით დაიწყო, ამ ყველაფერს ფერად-ფერად მანტიებში გამოწყობილი ხალხის ზეიმი და ბუების გადაფრენა მოჰყვა.

ვერნონი სამსახურის შესვენებაზე ქუჩაში გამოვიდა, როცა შემთხვევით ერთ-ერთ მანტიაში გამოწყობილ კაცს შეეჯახა, თუმცა კაცი სულ არ გაბრაზებულა, თქვა : ამ დღეს განწყობას ვერაფერი გამიფუჭებსო, თან ჰარი პოტერი ც ახსენა (ლილი და მისი ქმარ-შვილი პოტერები იყვნენ), ვერნონს ზუსტად არ ახსოვდა ლილის შვილის სახელი, (მას ჰარი ერქვა) ამიტომ იფიქრა არაფერს ვეტყვი პეტუნიას ამ ამბავზეო....

ღამით კი პრივიტ დრაივზე კიდევ ერთი უცნაური რამ მოხდა, მანტიაში გამოწყობილი ვერცხლისფერ წვერებიანი კაცი გამოჩნდა, რაღაც ხელსაწყოთი შუქი ჩააქრო. კატასთან მივიდა და თქვა.

-გამარჯობა პროფესორო მაკგონაგელ... ამ დროს კატა ადამიანად გადაიქცა.

PS C1

1 წლის ჰარი


ისინი ლილი და ჯეიმს პოტერების ტრაგედიაზე ლაპარკობდნენ, თუ როგორ დახოცა ისინი ვოლდემორმა და

როგორ გადაურჩა ჰარი ამ უძლიერეს ჯადოქარს, როცა ჰაერში მოტოციკლი გამოჩნდა, მაღალ

მა გოლიათისხელა კაცმა პატარა ბიჭი მოიყვანა.ეს ჰარი პოტერი იყო.

ჰარი 4 ნომრის კართან დატოვეს...



თავი II - გამქრალი მინაEdit

PS C2

დადლი თავის დაბადების დღის საჩუქრებთან

თითქმის ათი წელი გავიდა, რაც დერსლებმა ჰარი იპოვეს კართან, თუმცა მას შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილი. არანაირი ნიშანი არ არის იმისა, რომ აქ ჰარიც ცხოვრობს. მისი საძინებელი კიბის ქვეშ მდებარეობს.  

როგორც ყოველთვის, ჰარის პეტუნიას ყვირილი აღვიძებს. ჰარი ცდილობს გაიხსენოს თავისი სიზმარი, რომელიც მფრინავი მოტოციკლის შესახებ იყო. პეტუნია ჰარის ბეკონის გაკეთებას უბრძანებს, მას ყველაფერი განსაკუთრებული უნდოდა დადლის მე11 დაბადების დღეზე.

ჰარის შავი თმა და მწვანე თვალები აქვს. მისი სათვალე უამრავჯერ არის შეწებებული, რადგან დადლი ხშირად უტეხავდა მას. ჰარიში ყველაზე უცნაური მისი ნაიარევი არის, რომელიც იმ დღიდანვე აქვს, როცა პრივიტ დრაივე მოიყვანეს. დერსლები ეუბნებოდნენ რომ ის ავტოკატასტროფიდან შემორჩა, რომელმაც ჰარის მშობლები შეიწირა. 

დადლის დაბადების დღეზე, დადლი თავისი მშობლებით და ერთი მეგობრით, რომელსაც ის აირჩებს მიდის ზოოპარკში, მაგრამ რადგანაც მათი მეზობელი არაბელა ფიგი ვერ იტოვებს ჰარის, რადგან მას ფეხი აქვს მოტეხილი, იძულებულნი ხდებიან, რომ ჰარიც თან წაიყვანონ.

დადლის ზოოპარკში პირსი პოლკისი მიჰყავს. ზოოპარკში ყველა ცხოველი ძალიან მოსაწყენია. ჰარის ბოა კონსტრიქტორი დააინტერესებს. დადლი მის გამოძრავებას ცდილობს, თუმცა გველს მაინც ღრმად სძინავს. როდესაც დადლი და პირსი მას გაშორდებიან, გველი, ბოა კონსტრიქტორი, ლაპარაკს იწყებს ჰარისთან, უცებ პირსი დადლის აბრუნებს გველთან დადლი კი ჰარის ხელს კრავს და წააქცევს თვითონ კი გველის ყურებას იწყებს, მაგრამ ამ დროს მინა ქრება დადლი გველის ვოლიერში ვარდება გველი კი გარეთ გამოდის..

თავი III - წერილი არავისგანEdit

ბოა კონსტრიქტორის გაქცევის შემდეგ ჰარი დიდი ხნით დაისაჯა. როდესაც გარეთ გამოსვლის ნება დართეს უკვე საზაფხულო არდადეგები დაწყებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა დამთავრდა ჰარი მაინც ვერ გაექცა დადლის და მის ძმაბიჭებს. ამიტომ ჰარი ცდილობდა, შინ, რაც შეიძლება ცოტა ხანს დარჩენილოყო. ახლო–მახლო დაბორიალობდა და ფიქრობდა, ნეტავი მალე დამთავრდეს ეს არდადეგებიო.

ივლისის ერთ დღეს დეიდა პეტუნიამ დადლი ლონდონში წაიყვანა სასკოლო ფორმის საყიდლად. ჰარი კი მისის ფიგს დაუტოვეს. იმაცვე საღამოს დადლიმ ოჯახის წევრებისთვის თავისი ახალთახალი ფორმის ჩვენება მოაწყო. მორთულ –მოკაზმული დადლი რომ გამობრძანდა, ძია ვერნონმა ზარ–ზეიმით განაცხადა, ჩემი ცხოვრების საამაყო წუთებიაო. ჰარი ძლივს იკავებდა თავს, არ გასცინებოდა. მეორე დილით, სამზარეულოში რომ შევიდა, ჰარის საშინელი სუნი დახვდა. ეს სუნი რკინის დიდი ქვაბიდან ამოდიოდა. ჰარიმ ქვაბს ჩახედა. რუხ წყალში ჭუჭყიანი ძონძებივით რაღაც ტივტივებდა.

–ეს რა არის? – ჰკითხა დეიდა პეტუნიას.

–შენი ახალი სასკოლო ფორმა. დადლის ძველ ტანსაცმელს ვღებავ შენთვუს,

სამზარეულოში დადლი და ძია ვერნონი შემოვიდნენ. უცებ საფოსტო ყუთი გატკაცუნდა.

–დადლი, მოიტანე ფოსტა! –თქვა ძია ვერნონმა.

–ჰარიმ მოიტანოს!

–ჰარი ფოსტა მოიტანე!

–დადლიმ მოიტანოს!

–მისცხე ეგ შენი ჯოხი, დადლი!

ჰარიმ ჯოხი აიცდინა და ფოსტის მოსატანად წავიდა. ერთი წერილი ჰარის სახელზე იყო. ჰარი გაოგნებული დააცქერდა. გულმა ისეთ ბაგაბუგი აუტეხა, გეგონებოდა, სადაცაა ამოუვარდება ბუდიდანო. აქამდე არასდროს მოსვლია წერილი. არადა, გარკვევით ეწერა:

ბატონ ჰ. პოტერს

საკუჭნაოს კიბის ქვეშრ

პრივიტ დრავი 4

ლითლ უინგინგი, სარი

...

სიკვდილთა სიაEdit

სახელი მკვლელი სიკვდილის მიზეზი
ქვირინუს ქვირელი ჰარი პოტერი/ლორდი ვოლდემორი ჰარის შეხება ქვირელს სასიკვდილო დაზიანებებს აყენებს.
ლილი პოტერი ლორდი ვოლდემორი ავადა კედავრა
ჯეიმს პოტერი ლორდი ვოლდემორი ავადა კედავრა